სახალხო დამცვველი აცხადებს, რომ რამდენიმე წუთში მათი წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა.
“პარალელურად მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან. მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც”,- აცხადებს ომბუდსმენი.
ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილმა გონება დაკარგა. პენიტენციურის ცნობით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.