პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დინამიკა კი უარყოფითი.
“ამ წუთში ბატონი კახის მდგომარეობა, ჩვენდა სამწუხაროდ, დინამიკა უარყოფითი გვაქვს, იმისდა მიუხედავად, რომ მკურნალობა მიმდინარეობდა ყველაფრის მოცვით, მაგრამ მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ მძიმე რჩება,” – განაცხადა ლევან რატიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.
ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.