რატომ 43% და არა 50%? – მიხეილ სააკაშვილი მიშელის დოკუმენტზე

“რატომ 43% და არა 50%?”- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის გაუგებარია დასავლელი პარტნიორების მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში გაკეთებული ჩანაწერი. ამის შესახებ, მან, მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

“გაუგებარია, რატომ არის 43% და რატომ არ არის 50%? თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა, 43%- რა? ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ყველს ვყიდულობთ? ეს არის ის თემა, რომელიც ჩემთვის არის კითხვა

ვთქვათ 43%, მაგრამ ეს 43% ვინ უნდა დაითვალოს. ისევ თამარ ჟვანიამ? როგორც წერია ამ დოკუმენტში, 8 პროფესიულ წევრს ნიშნავს ისევ ცესკო, რვავე წევრი იქნება ქართული ოცნების წევრი”, — აცხადებს სააკაშვილი”. – თქვა სააკაშვილმა.