ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ისინი ითოხვენ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას იმ პირებზე, ვინც დოკუმენტაციის მომზადებაში იყო ჩართული.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს არ აყენებენ, რადგან ეს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს
“წარმოიდგინეთ, როცა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერა არ ფიქსირდება დოკუმენტაციაზე ნამახვანჰესის შემთხვევაში და ამ წუთში არ არის საჯარო მოხელი, დავიწყოთ მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ეს ხომ ხელისუფლების წისქვილზე პირდაპირ ასხამს წყალს, რომ, თქვას, ამ ხალხს რაღაც პოლიტიკური ინტერესი აქვს”,– თქვა გოლეთიანმა TV პირველის ეთერში.