რესპუბლიკურ საავადმყოფოში დილით ვაქცინაციაზე ჩაწერილ დაახლოებით 30-მდე ადამიანს სამედიცინო დაწესებულებაში პრეპარატი AstraZeneca არ დახვდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ მიზეზი ლოჯისტიკური პრობლემა გახდა, რეგიონებიდან პრეპარატის გადმოგზავნის შემდეგ კი შეფერხება აღმოიფხვრა:
“პასუხისმგებლობა ჩვენი, ყველასია. ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მოვახდინეთ მობილიზება ქუთაისიდან, გორიდან, მცხეთიდან გარკვეული ნამატი დოზების რაც იყო და ვინც რესპუბლიკურში დღეს იყო ჩაწერილი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიიღებს შესაბამის მეორე დოზას,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, მისი თქმით არის აქტიური კომუნიკაცია მომწოდებელთან, რომ დაზუსტდეს თუ როდის იქნება მოწოდებული 49 ათასი დოზა “ასტრაზენეკა“.