“მთელი მსოფლიო განცვიფრებულია და აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის ნებით, რომ ისინი არიან ევროპელები და სურთ ევროპულ ოჯახში დაბრუნება. რით დაეხმარა ხელისუფლება მათ, 24 ივნისამდე ხომ 1 კვირა იყო, თქვენ ხომ შეგეძლოთ გადაგედგათ რამდენიმე ნაბიჯი და დარჩენილი თუნდაც ერთიანი შანსი გამოიყენებით. რატომ არ იღებთ კონსტიტუციას 1 მოსმენით….ეს ხომ იქნებოდა სიგნალი და შეტყობინება, რომ ვუბრუნდებით შარლ მიშელის დოკუმენტს, ვუბრუნდებით ამ შეთანხმებას. რატომ არ იღებს ეს ბუტაფორია პრეზიდენტი გადაწყვეტილებას პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, რომ მოაწყო თავის ოფისში ჩაის სმა და ეძახის სხვადასხვა ადამიანებს და თავისთავად მართულია ივანიშვილის მიერ ეს ხომ იქნებოდა პირდაპირი გზავნილი 24 ივნისისთვის. ერთი განცხადება მოგასმენინეთ და ერთი ნაბიჯი დაგანახეთ, თუმცა არა ეს არ გინდათ თქვენ, იმიტომ რომ არ უნდა ბიძინა ივანიშვილს”,
ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე