რატომ არ ცხადდება ქვეყანაში საყოველთაო ვაქცინაცია? – ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ რუსთავი2-ის ეთერში ისაუბრა.
”საყოველთაო ვაქცინაციას სჭირდება ვაქცინების ის რაოდენობა, რომ ჩვენ უფრო ფართოდ გავშალოთ ყველა ჯგუფში ვაქცინაცია. ალბათ ახალ ამბავს არ ვიტყვი მე, რომ გლობალურად დიდი დეფიციტია ვაქცინების და საქართველო იღებს ვაქცინების იმ რაოდენობას, რაც მან კოვაქსის პლატფორმით მოიპოვა და მიიღო.
გარდა ამისა, მიდის მოლაპარაკება სხვადასხვა მიმწოდებელთან, მაგრამ ჩვენთან ერთად ყველა ქვეყანა ცდილობს თავისი დოზების მოპოვებას და ამ რთულ კონკურენციაში ბუნებრივია, მეტი ძალისხმევის გაწევით აღარ ხდება”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.