გუშინ, 14 სექტემბერს, უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე დასახლება ანდრიივკა გაათავისუფლეს. ინფორმაცია დღეს დილით ოფიციალურად დაადასტურა, უკრაინის გენერალურმა შტაბმა.
ანდრიივკის გათავისუფლებას უკრაინის შეიარაღებული ძალები მაისის შუა რიცხვებიდან ცდილობდნენ. კლიშიივკა ანდრიივკა და კურდუმიოვკის დასახლებები ბახმუტისა და ოკუპირებული ჰორლოვკის დამაკავშირებელი ავტო და სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს, რომელიც ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის არმიისთვის პრინციპული მნიშვნელობის სატრანსპორტო არტერიაა, რომლის გადაჭრაც ბახმუტსა და სოლედარში განლაგებულ დანაყოფებს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს. როგორც უკრაინული ანალიტიკური პორტალი Deep State-ი იუწყება, ეს გზა ძირითადად ბახმუტის სამხრეთში განლაგებული დანაყოფების მოსამარაგებლად გამოიყენებოდა. თუმცა გზას რამდენიმე პრობლემური მონაკვეთი ჰქონდა, რომელიც უკრაინული არტილერიის წვდომის არეალში აღმოჩნდა. ამ დროისთვის, რუს ოკუპანტებს ბახმუტის გარნიზონის მოსამარაგებლად კვლავ რჩებათ ჩრდილოეთზე გამავალი არტერია, რომელიც ბახმუტს პოპასნაიასთან აკავშირებს თუმცა, თუ ანდრიივკისა და კლიშიივკის გათავისუფლების შემდეგ უკრაინელები გააგრძელენებ მოძრაობას აღმოსავლეთით და შეძლებენ მომარაგების ხაზზე საცეცხლე კონტროლის დამყარებას, ოკუპანტები იძულებულები იქნებიან დატოვონ ბახმუტი.
- საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი რუსლან შავაძე აცხადებს, რომ ”ანდრიივკას განთავისუფლება მნიშვნელოვანი ოპერატიულ-ტაქტიკური წარმატებაა”.
”უკრაინის შეარაღებული ძალების მიერ დონეცკის ფრონტის მიმართულებაზე ანდრიივკას განთავისუფლება მნიშვნელოვანი ოპერატიულ-ტაქტიკური წარმატებაა, უკრაინის მე-3-ე აზოვის მოიერიშე ბრიგადამ სრულიად გაწმინდა დასხლება ოკუპანტებისაგან და მიმდინარეობს თავდაცვის პლაცდარმის არეალის გამაგრება/გაფართოება.
ანდრიივკას განთავსუფლება, კარგად დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მოხდა კერძოდ: უკრაინის არმია ბოლო კვირეებში ახორციელბდა კონტრიერიშებს ერთდროულად კლიშჩიივკასა და ანდრიივკას მიმართულებებზე, ამ მანევრებით საოკუპაციო ძალებს გაეწელათ რეზერვები და ვერ მოახდინეს ერთ რომელიმე მიმართულებაზე კონცენტრაცია, რაც უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობამ გეგმაზომეირად განახორციელა , აზოვის მე-3-ე მოირიეშე ბრიგადამ კონტრიერიშებისა და კონტრდატყმების შედეგად შექმნა მნიშვნელოვანი პლაცდარმი ელვისებური კომბინირებული შეტევებისათვის, რუსული საარტილერიო საცეცხლე პოზიციების დამუშავების შემდგომ და სრულ სადაზვერვო ინფრომაციაზე დაყრდნობით, აზოვის ბრიგადამ განახორციელა ანდრიივკას ელვისებური შტურმი, აღსანიშნავია რომ სანამ უშუალოდ შრურმი დაიწყებოდა უკრაინელმა დივერსიულმა ჯგუფებმა მოხერხეს მტრის ზურგში რუსული საოკუპაციო ძალების ლოჯისტიკური მომარგების დაზიანება/გადაკეტვა რამაც დიდი წვლილი შეიტანა ანდრიივკას განთავისუფლებაში…
პარალელურად უკრიანული ქვედანაყოფები აგრძელებენ წარმტებულ სამხედრო მანევრებს ბახმუტის სამხრეთის ფლანგზე მდებარე კლიშჩიივკასა და კურდიომოვკას მიმართულებებზე, კლიშჩიივკას სრული განთავისუფლება დროის საკითხია, რადგან დიდ ნაწილს უკვე აკონტროლებს უკრაინის არმია…
ბოლო კვირეების განმავლობაში უკრაინის არმია ახორციელებს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს დონეცკის ოლქის რამდენიმე მიმართულებაზე, შესაძლოა ითქვას რომ უკრაინის არმიამ დააგროვა ამ მიმართულებით საბრძოლო მასალებისა და პირადი შემადგენლობის გარკვეული მარაგები და პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმჯობესა,
საოკუპაციო ძალები იძულებულნი გახდნენ დამატებითი რეზერვები გადაისროლონ ბახმუტის სამხრეთის ფლანგზე, რადგან გარღვევა თავიდან აიცილონ, ამ მანევრით მნიშვნელოვნად შესუსტდა ლიმანის მიმართულებაზე საოკუპაციო ძალების შეტევითი პოტენციალი, რაც თავის მხრივ უკრაინის გენშტაბის ერთ-ერთ მთავრი ამოცანაა,
უკრაინის არმიის მოქმედების დინამიკა სტრატეგიულ დონეზე გამართლებულია, რადგან მათ აირჩიეს ბრძოლის ველი და აიძულეს საოკუპაციო ძალები დონეცკის ამ მიმართულებაზე გადაისროლონ დამატებითი რეზერვები. აღსანიშნავია ასევე ის რომ უკრაინული ქვედანაყოფები აქტიურად მოქმედებენ სოლედარის ჩრდილოეთითაც(რომელიც მდებარეობს ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით 12 კილომეტრში) რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ ქალაქ ბახმუტის ფლანგებიდან ოპერატიული ალყაში მოქცევა ერთ-ერთ მთავარი მიზანს წარმოადგენს უკრაინის არმიისათვის და მოხდა ოპერატიულ-ტაქტიკური ამოცანების კორექტირება”- აცხადებს რუსლან შავაძე.