აშშ-ს ეროვნული საჰაერო გვარდიის წევრმა ჯეკ ტეიშეირამ, რომელიც ეჭვმიტანილია პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვაში, უკრაინის ომი განიხილა, როგორც “დამთრგუნველი” ბრძოლა ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს უნდა იყვნენ. ამის შესახებ Washington Post წერს.
დახურული Discord სერვერის წევრმა, სადაც ტეიშეირამ გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები, თქვა, რომ პირველად ჯარისკაცმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო თავისი მეგობრებისთვის საიდუმლო მონაცემების ჩვენება.
„მან [უკრაინის ომს] განიხილა, როგორც „დამთრგუნველი“ ბრძოლა „ორ ქვეყანას შორის, რომლებსაც უფრო მეტი საერთო უნდა ჰქონდეთ, ვიდრე დაყოფის მიზეზი“, – განუცხადა თეიშეირას მეგობარმა ჟურნალისტებს.
ახალგაზრდამ საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას სურდა „გაენათლებინა ადამიანები, რომლებიც, მისი აზრით, მისი მეგობრები იყვნენ და რომელთა ნდობაც შეიძლება“ და ასევე „გათავისუბლებულები ყოფილიყვნენ, იმ გამძვინვარებული პროპაგანდისგან, რომელიც მათ გარშემო ტრიალებდა”.
ამავდროულად, ონლაინ ჯგუფის წევრებმა პირობა დადეს, რომ არასოდეს გაუზიარებენ საიდუმლო დოკუმენტებს ვინმე სხვას, დახურული Discord სერვერის მიღმა, რადგან ამას შეიძლებოდა დიდი ზიანი მიეყენებინა, აშშ-სთვის.
გამოცემის თანამოსაუბრემ ასევე უარყო ჭორები, რომ სერვერზე მონაწილეთაგან ნაწილი რუსები და უკრაინელები იყვნენ. მისი თქმით, ერთ-ერთმა მონაწილემ თავი რუსეთის საზღვაო ოფიცერად გაასაღა, მაგრამ სინამდვილეში ის აშშ-ის შტატ კენტუკიში ცხოვრობს.
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა
გასულ კვირას The New York Times-მა შეამჩნია, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ასლები, ან მსგავსი დოკუმენტები.
უკრაინის ხელისუფლებამ სასწრაფოდ განაცხადა, რომ რუსული IPSO-ს ეს პუბლიკაციები, შექმნილია უკრაინის დისკრედიტაციისთვის, ასევე მოკავშირეებს შორის ნდობის შელახვისთვის და, თუ ეს შესაძლებელია იქნებოდა, ჩაეშალა უკრაინის კონტრშეტევის გეგმები. მეორე მხრივ, რუსულმა მხარემ დოკუმენტების ფოტოშოპირება დაიწყო, რათა უკრაინას უფრო მეტი ზარალი მიეწერა, თავისთვის კი ნაკლები.
გუშინ, 13 აპრილს, ინტერნეტში პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ეროვნული საჰაერო გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა დააკავა. FBI-ს განცხადებით, ოპერაცია ნორთ დაიტონში, მასაჩუსეტსის შტატში ჩატარდა.
სხვადასხვა ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებენ შეიარაღებული სამართალდამცავები ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ნაცრისფერი მაისური და წითელი შორტები აცვია. როგორც ცნობილია, დაკავებამ სირთულეების გარეშე ჩაიარა.
დოკუმენტები სოციალურ ქსელებში მარტში გამოჩნდა და მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა უკრაინის არმიის შესახებ ანგარიში და ინფორმაცია მოკავშირეების – ისრაელის, სამხრეთ კორეისა და თურქეთის შესახებ.
ყველაზე მეტად ყურადღება მიიქცია სწორედ უკრაინასთან დაკავშირებულმა დოკუმენტებთან, რომელიც არმიის შესაძლებლობებსა და ნაკლოვანებებს ეხებოდა.
ეჭვმიტანილის დაკავებამდე ჯერ კიდევ The New York Times წერდა, რომ 21 წლის ტეიშირა ეროვნული გვარდიის წევრი იყო და Discord-ზე Thug Shaker Central-ის ონლაინ-ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელშიც 20-30 ადამიანი იყო გაერთიანებული. გამოცემის ინფორმაციით, ამ ჯგუფში ტეიშირა ყვებოდა იმის შესახებ, რომ უყვარდა იარაღი, აზიარებდა მიმებსა და ვიდეოთამაშებს. შესაძლებელია საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის პირველწყაროც სწორედ ეს ჯგუფიც იყოს.