“რატომ დაგმობს სხვა შენს ოკუპაციას, თუკი შენ არ გმობ? “- ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი, საქართველოს ხელოისუფლების დუმილს უკრაინის საზღვრებთან, რუსული სამხედროების და ჯავშანტექნიკის მობილიზებასთან დაკავშირებით.
“როცა 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მე არა მარტო ხმამაღლა გამოვხატე პოზიცია, არამედ ჩავედი ცხელი ომის შუაგულში. გაკვირვებული ვარ. რატომ ელოდებით, თუ როდის დაგმობს, მსოფლიო თანამეგობრობა რუსეთის მიერ თქვენს ოკუპაციას, მაშინ როდესაც თქვენ ხმას არ იღებს, თქვენთვითონ არ გმობთ, და ხმას არ იღებთ როდესაც თქვენს მეგობარს ემუქრებიან.”- წერს, ეტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.
When in 2008 Georgia was invaded, I not only spoke up but I flew there in the middle of the shooting war. So I too am surprised. How do you expect to have your own Russian occupation condemned by the world community when you utter not a peep when your neighbor is threatened? https://t.co/1aZGcYw6WL
— toomas hendrik ilves (@IlvesToomas) April 7, 2021
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 26 მარტს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და იერიში მიიტანეს უკრაინულ ძალებზე იმგვარი მსხვილკალიბრიანი იარაღით, რასაც 4 უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.