რატომ რჩება მურისიძეო, თქვენ რატომ რჩებით პოლიტიკაში? – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში.
”დღეს ეს ადამიანები გამოდიან და გვეუბნებიან ჩვენ, რატომ რჩებიან სასამართლოში ბატონი მურუსიძე და სხვები, რამდენიმეს გვარი აქვთ დაზეპირებული. ბატონებო, თქვენ მოგმართავთ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს: თქვენ რატომ რჩებით პოლიტიკაში დღეს, ამ მძიმე წარსულის შემოქმედები? ” – განაცხადა ღარიბაშვილმა.