„რატომ უნდა დაველოდოთ 8 მაისს? თუ ცეცხლის შეწყვეტა ახლაც შეიძლება და ნებისმიერ დროს 30 დღის განმავლობაში – მაშინ ეს რეალურია და არა მხოლოდ აღლუმისთვის. უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს ხანგრძლივ, მყარ და სრულ ცეცხლის შეწყვეტას, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში“
ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას.