“რაღაც ჯგუფი, იაფფასიანი პოპულიზმიდან გამომდინარე, იწყებს საჯარო სივრცეში ახალი იდეების შემოტანას”- ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ მიერ გაჟღერებული ახალი ინიციატივა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“.
“პრობლემა არის იმაში, რომ როცა ჩვენ ერთმანეთთან ვსაუბრობთ და შეთანხმებული ვართ პრინციპულ პოზიციაზე, ბოიკოტის რეჟიმზე, ამ დროს, რაღაც ჯგუფი, იაფფასიანი პოპულიზმიდან გამომდინარე, იწყებს საჯარო სივრცეში ახალი იდეების შემოტანას, რომელიც არ ემსახურება იმ მიზნის მიღწევას, რასაც ჰქვია პოლიტიკური სიმტკიცე და პოლიტიკური ნებისყოფის გამოვლენა. მე მაინც დავაბრალებდი ამას გამოუცდელობას და პროცესების არასწორ დანახვას. რაღაც რაინდების როლი მოირგეს, აყვნენ ამ ემოციას. რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია, იმიტომ, რომ რაინდობანას თამაში კი არ სჭირდება ახლა ქვეყანას, ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური სიმტკიცე, რასაც ასხივებს გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებელი“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.