თქვენი სტრატეგია არის, რაც უფრო ახლოს მივალთ მტაცებელთან, ნიანგთან და თავს ჩავუყოფთ ხახაში, უფრო გადავრჩებით? ამას გვეუბნებით?[…]ეს არის სტრატეგია? რას ეფუძნება თქვენი კონცეფცია. „დათვს რომ ბაბაია უნდა დაუძახოთ“, თუ ძლიერისთვის კუდის ქიცინი არის სტრატეგია, აშშ არის 10-ჯერ უფრო ძლიერი. თუ მეზობელზე ამბობთ, თურქეთი არის შავ ზღვაში უფრო ძლიერი, თურქეთს რატომ არ ეძახით „ბაბაიას”? ამ კითხვაზე პასუხი გაქვთ? რატომ იზრდება რუსეთზე დამოკიდებულება? […] აქეთ არის ნატო, ევროპა, რომელიც არის ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება, აქეთ არის რუსული ჭაობი. საპირწონედ რას გვეუბნებიან, რომ თურმე რუსეთთან ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლა ყოფილა ჩვენი ამოცანა. რუსულ ჭაობში რომ წავალთ უვიზოდ და უფრო მეტიც, რომ გავფრინდებით, ეს ყოფილა საქართველოს ამოცანა, ამას ამბობს „ქართული ოცნება“. მერე იტყვით ევროპაში დადიოდა ოპოზიცია და ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდაო. კითხვას გისვამთ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თქვა, „კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი აქვსო“? მითხარით, თუ „კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი აქვს“, მის გარეშე როგორ ვხდებით ევროკავშირის წევრები.„სტრატეგია აღმაშენებელმა“ თქვა, თქვენთვის დაიტოვეთ კანდიდატის სტატუსი, არაფერში გვჭირდებაო? „სათაგური“ იყო კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანაო, ეს ჩვენ ვთქვით? ან ევროპა ომს გვაძალებს, ჩვენ ვლაპარაკობთ ამაზე? თქვენ გინდათ, არარსებული საფრთხეებით დათრგუნოთ ადამიანები იმ დონეზე, რაც არის „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკა, რომ წაიშალოს ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის და ადამიანებმა მტერი და მოყვარე ვერ გაარჩიონ“,

ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.