რაჭაში 22 წლის ბიჭი დაჭრეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია ჩაუტარდა.
ახალგაზრდას ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა გუშინ, ამბროლაურში მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. ორი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.