რახან ამერიკის ელჩია, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მართალია აპრიორი?! – დავითულიანი

“რახან ამერიკის ელჩია, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მართალია აპრიორი?!”- ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის,  დეპუტატი ბექა დავითულიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომელმაც მოუწოდა მთავრობას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის საჭირო სამედიცინო დახმარება.დავითულიანის თქმით,  მიხეილ სააკაშვილი საუკეთესოდ დაცული სწორედ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაშია.

”პატიმარი სააკაშვილი ყველაზე უკეთ დაცული არის სწორედ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში. ახლა, დანარჩენი, არ ვარ დარწმუნებული და ნამდვილად არ მგონია, რომ უფრო კომპეტენტური იყოს ამერიკის ელჩი, ვიდრე არის პენიტენციური სისტემა საკუთარი პატიმრის დაცვის თვალსაზრისით, სად უფრო უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს და რა გავაკეთო ახლა?! რახან ამერიკის ელჩია, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მართალია აპრიორი?!” –  ამბობს დავითულიანი.