“ჩვენთვის გაუგებარი იყო და საფუძველსმოკლებული ის გადაწყვეტილება რომელიც მოვისმინეთ უკრაინისგან, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებს არ იმსახურებენ, ჩვენ ტრადიციულად აქამდე გვქონდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება მოვისმენთ საქართველოს მისამართით და ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხის მისამართით. მომავალში გვექნება დრო ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს ტრადიციულად ვარჩევთ იმ პოზიციას რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, შესაბამისად, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საფუძველი, რომელიც გახდა განმაპირობებელი ამ გაუგებარი გადაწყვეტილების, ვფიქრობთ, რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ნათელია ყველაფერი, ყველა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაოდენ პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის უფლებებს. შესაბამისად, თავად ეს საკითხიც საფუძველს მოკლებულია, როგორც მოვისმინეთ, გადაწყვეტილება განპირობებული იყო სწორედ ამ საკითხით.” ამბობს დარჩიაშვილი და ამტკიცებს, რომ გააგრძელებენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას – “უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს”
აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ამასთანავე მადლობას უხდის ქართველ დიპლომატებს, რომლებსაც ომის დროს, უკრაინის დედაქალაქი არ დაუტოვებიათ და “საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდნენ”. დარჩიაშვილის შეფასებით, უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილება “გაუგებარი და საფუძველსმოკლებულია”.