საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, “ქართული ოცნების” რეალური რეტინგი 60%-ია. ამის შესახებ მდინარაძემ “რუთავი 2”-ის ეთერში, კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა დაუვეთა, გამოკითხულთა 52% არჩევნებში “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 19% – “ნაციონალურ მოძრაობას”.
“რეალურად, ეს მონაცემები ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტათი განსხვავებით, “ქართული ოცნებისთვის” ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის – ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში. თუმცა, გასაგებია, იმ კომპანიამ, რომელმაც კვლევა ჩაატარა, მართლაც გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის ალოკაციის მეთოდის გამოყენების დროს და ამიტომ შეიძლება მიიღეს ეს შედეგი, ძალიან რომ მომინდეს ამ ციფრების გამართლება მაშინ ასე ვიტყოდი. პატრიოტთა ალიანსის მონაცემებით 11% გვაქვს, IRI-ს კვლევით 33%, თქვენი კვლევით 52%, ხოლო სინამდვილეში გვაქვს 60%-მდე რეიტინგი, ეს არის რეალობა”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.