პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, დღეს კლინიკას 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რატიანის თქმით, რეანიმაციაში 8 ადამიანი რჩება, რომელთაგან 1-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
,,კრიტიკულის გემოდინამიკა მკვეთრად არასტაბილურია და ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები. 4 პაციენტი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენები მაღალ ოქსიგენოთერაპიაზე. ხორციელდება მათი მონიტორინგი“, – განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 91 პაციენტი მკურნალობს, მათგან 70 კოვიდინფიცირებულია
დღეს დილის მონაცემებით, კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ადამიანს და ინფიცირებულთა რიცხვი 489-მდე გაიზარდა. გამოჯანრთელებულია 215 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი – 8.