რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს და ცალსახად ეს არ არის ის, რასაც ვინმე, ევროკავშირის ჩათვლით, მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელთა შეფასებითაც ოპოზიციური პარტიების ნაწილი რევოლუციაზე საუბრობს იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.
„ვფიქრობ, რომ რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს და ცალსახად ეს არ არის ის, რასაც ვინმე, ევროკავშირის ჩათვლით, მხარს დაუჭერს, მაგრამ, რაც შეეხება ქუჩის პროტესტს, თქვენ ხედავთ დემონსტრაციების გამართვის შესაძლებლობას, რათა ყველამ გამოთქვას საკუთარი აზრი და ცხადია, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს იქამდე, სანამ ეს დემონსტრაციები მშვიდობიანი გზით წარიმართება. ვიმედოვნებ, რომ ქუჩის პროტესტი არ ჩაანაცვლებს მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს, რაც ვფიქრობ, რომ საბოლოოო ჯამში, აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ რეალურად გამოვიდეთ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან და მივიდეთ უკეთეს ნიშნულამდე,“- განაცხადა ელჩმა.