რეზნიკოვი სხვა სამინისტროში გადავა, თავდაცვის სამინისტროს ბუდანოვი უხელმძღვანელებს – არახამია

უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი – კირილო ბუდანოვი ჩაანაცვლებს. რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის პოსტზე განიხილება.

ცოტა ხნის წინ უკრაინული მედია აცხადებდა  რომ ოლექსი რეზნიკოვი უახლოეს პერიოდში თანამდებობას დატოვებდა.