რეზნიკოვმა ლოიდ ოსტინის მედალი დნეპერში გადააგდო

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა  განაცხადა, რომ მან დნეპერში ჩააგდო მედალი, რომელიც  აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინისთვის იყო განკუთვნილი. ეს ოსტინისვე თხოვნით მოხდა.

ოლექსი რეზნიკოვმა სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აგვისტოს ბოლოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ის აპირებდა მოკავშირეების უკრაინული ჯილდოებით დაჯილდოებას და ჯილდოები თან წაიღო რამშტეინის შეხვედრაზე, მაგრამ გარკვეულმა ნიუანსებმა ამის საშუალება არ მისცა.

შემდეგ, რეზნიკოვის თქმით, მან შესთავაზა ლოიდ ოსტინს, რომ ჯილდო  ელჩის ან ატაშეს მეშვეობით გადაეცა.

„რაზეც მან მხარზე ხელი მომხვია და მითხრა, რომ მას არ სჭირდებოდა ჯილდოები და მედლები და რომ თუ მე ნამდვილად მინდა მას ვასიამოვნო, ეს მედალი დნეპერში უნდა ჩავაგდო, როცა ხერსონი განთავისუფლდება (ეს ხერსონის კამპანიამდე იყო). რა თქმა უნდა, როდესაც ეს მოხდა, მე მივწერე მას SMS, რომელშიც ნათქვამია: ”ყველაფერი გაკეთდა: მედალი დნეპერშია”, – თქვა რეზნიკოვმა.