საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.
“მე არასდროს არ მითქვამს კონკრეტულად არც თარიღი, არც დრო, არც ადგილი ჩასვლის, გარდა ბოლო განცხადებისა. ბოლო განცხადებაში ვთქვი, რომ ამ რეფერენდუმისთვის, რა თქმა უნდა, ვაპირებ ჩამოსვლას”. – ამბობს სააკაშვილი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, როდის აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას, რეფერენდუმამდე თუ მას შემდეგ, სააკაშვილმა უპასუხა: ” ამას ქართველი ხალხი ნახავს, ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის, მაგრამ ძალიან მძლავრი სიურპრიზი, ნამდვილად არ ვაპირებ ყველა დეტალის გახსნას, მაგრამ მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს”.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ყოველთვის ასრულებდა, რასაც ამბობდა.
“ძალიან მიყვარს საქართველო. ნამდვილად არ ვაპირებ სადღაც გადახვეწილად დიდხანს ყოფნას”,– თქვა მან.