2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, მთავრობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 139 მილიონი ლარით დააფინანსებს. 139 მილიონიდან 69 მილიონი რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებში დაიხარჯება.
139 მილიონი ასე განაწილდება:
- რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები – 69 მლნ ლარი.
- ფერმერთა 200 ლარიანი დახმარების პროგრამა – 40 მლნ ლარი;
- ტექნიკისა და სარწყავი სისტემების თანადაფინანსება – 10 მლნ ლარი;
- სასურსათო მარაგების შექმნა და ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების
სუბსიდირება – 20 მლნ ლარი.
2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯები 1 მილიარდ 491 მილიონი ლარით 15 მილიარდ 924 მილიონ ლარამდე გაიზრდება.