რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველი კომენტარი გააკეთა ვაგნერის მეთაურის თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით. მან თანაგრძნობა გამოუცხადა ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს. პუტინმა აღნიშნა, რომ პრიგოჟინი რთული ბედის კაცი იყო, „მაგრამ ნიჭიერი ბიზნესმენი“.
“პირველადი მონაცემებით ბორტზე ვაგნერის კომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ვაგნერმა” მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინაში ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ეს გვახსოვს, ვიცით და არ დავივიწყებთ.
პრიგოჟინს დიდი ხანი ვიცნობდი, 90–იანი წლებიდან. ის იყო რთული ბედის კაცი, სერიოზული შეცდომებიც დაუშვა ცხოვრებაში და საჭირო შედეგებსაც აღწევდა”, პრიგოჟინი იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი, მუშაობდა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, და თანაც შედეგიანად, არამედ საზღვარგარეთაც, კერძოდ, აფრიკაში. გამოძიება დასრულდება. ახლა ტარდება გენეტიკური და ტექნიკური გამოკვლევები, ამას დრო დასჭირდება.“– თქვა პუტინმა.