”ყველამ ერთად ავანთოთ საზეიმოდ ეს ულამაზესი ნაძვის ხე. ტრადიციულად ნაძვისხის ანთებით, ჩვენ ვემზადებით ახალი წლის შესახვედრად, რა თქმა უნდა, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთული წელი იყო 2021 წელი, მაგრამ ეს ამავდროულად იყო დიდი გარდატეხის წელი, ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, და ახლა მე მინდა, რომ ყველას გისურვოთ მშვიდობა და ჯანმრთელობა, თქვენ და თქვენს ოჯახებს.”
ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე განაცხადა.