საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მეწყერის გამო, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის 1 კმ-ზე განვითარებული მეწყერული პროცესების გამო, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.