რიონის ხეობაში შსს–მ წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანა, ასევე, ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ათობით ეკიპაჟი. ადგილზეა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმიც.
გუშინ ნამხვან ჰესის მშენებლობა განახლდა. მასთან მისასვლელი გზები პოლიციამ გადაკეტა და იქ აქტივისტებსა და მათ ადვოკატებს არ უშვებდა.
კომპანია ენკას ახალი დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, კომპანია განაგრძობს წინამოსამზადებელ სამუშაოებს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია დაწყებული და ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები, იქნება კაშხლის ტანი თუ სხვა, არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება კვლევების ვერიფიკაცია.