რიონის ხეობის მცველები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვას აპირებენ

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები აპირებენ, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტონ, ვიდრე მათი მოთხოვნები შესრულდება.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის მეტროსკენ მიემართებიან.

“გვაქვს სცენა მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და ასევე, კარვები გვაქვს იქ გაშლილი, ბუნებრივია, ამ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიძრათ რესპუბლიკის მოედანზე და რუსთაველის ქუჩა გადავკეტოთ დღეს, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები, ამავდროულად ახლოს ვიქნებით იმ ძირითად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი, გადაიკეტება იქ ყველაფერი, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები”,– თქვა ვარლამ გოლეთიანმა.