შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოსმენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ იცის, რაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
“გამოძიება დაწყებულია, დაელოდეთ, ნუ ხართ სულსწრაფები. რის პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, რამე მოხდა? დავაშავეთ რამე?”, – ასე პასუხს ის სუს-ის ფაილების შესახებ დასმულ კითხვებს.
გომელაურის თქმით, ჟურნალისტების ინტერპრეტაციაა, რომ “ყველას უსმენენ”.
“უკანონო იყო?” — კითხვით პასუხობს მინისტრი დიპლომატების ფარულ მოსმენასთან დაკავშირებულ შეკითხვას.
რაც შეეხება მეორე ძალოვან მინისტრს, სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის”.