რიყის დოქები მეშვიდე მცდელობაზე, 10 მილიონ 20 ათას ლარად გაიყიდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იყიდა რიყის ტერიტორიაზე არსებული 14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
ინვესტორი ვალდებული იქნება, 3 წლის ვადაში მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზემი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყობა.
ცნობისთვის, რიყის დოქების გასაყიდად აუქციონი 6-ჯერ გამოცხადდა. პირველ აუქციონზე მისი საწყისი ფასი 95 მილიონი ლარი იყო, მეორეზე და მესამეზე 71 მილიონამდე შემცირდა, მეოთხე აუქციონში ობიექტის საწყისი ფასი 47.5 მილიონი ლარი იყო, მეხუთედ ობიექტის გაყიდვა 30 მილიონად სცადეს, მეექვსედ კი – 10 მილიონად.