რკინიგზის სადგურის დაბომბვის შემდეგ ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდება გადაწყვიტა

ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კრემატორსკის კრინიგზის სადგურზე “უსირცხვილო“ სარაკეტო დარტყმის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების შესახებ.

კერძოდ, საქმე ეხება ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.

მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინას  Mastiff–ის ტიპის  ბრონირებულ მანქანებს მიაწვდიან.

“ჩვენ გავგზავნით ბრონირებულ მანქანებს, როგორიც არის Mastiff, რათა უზრუნველვყოთ უკრაინა მსგავსი მხარდაჭერით. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კვლავ ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად. და ყოველთვის, როცა რაიმე აღჭურვილობას გვთხოვენ, თუ გვაქვს ან შეგვიძლია სხვებს ვთხოვოთ მისი მიწოდება, ყოველთვის ვაკეთებთ.  “–თქვა მან.