როგორ იპოვეს და ჩაძირეს უკრაინელებმა კრეისერ “მოსკვა” – დეტალები ცნობილია

13 აპრილს უკრაინელებმა შეძლეს უკრაინული წარმოების ნეპტუნის რაკეტით დარტყმა რუსული ფლოტის ფლაგმანზე, კრეისერ „მოსკვაზე“.

როგორც ”უკრაინსკა პრავდას” სტატიაშია ნათქვამი, იმ დღეს კრეისერი მოულოდნელად შევიდა უკრაინული რაკეტების განადგურების ზონაში და დაუყონებლივ დაფიქსირდა უკრაინელების მიერ.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინას არ გააჩნდა ჰორიზონტზე არსებული რადარები, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა კრეისერ ”მოსკვას” აღმოჩენა, რომელიც სანაპიროდან 120 კილომეტრით იყო დაშორებული. ჩვეულებრივი რადარი არ იჭერს სამიზნეებს ამ დიაპაზონში, მაგრამ ის დღე განსხვავებული იყო.

ზღვის ზემოთ იყო მკვრივი ღრუბლები, რადარიდან სიგნალი აისახებოდა წყლის ზედაპირზე, ხოლო წყლიდან კი უკან ღრუბლებში – და ასეთ დერეფანში რადარი მოულოდნელად დასრულდა ზუსტად კრეისერ “მასკვამდე”.

დაახლოებით საღამოს 4 საათზე ნეპტუნის კომპლექსის ოპერატორმა მიიღო მოულოდნელი მონაცემები 120 კილომეტრის დაშორებით მასიური ობიექტის შესახებ. სამხედროები მიხვდნენ, რომ ეს იყო კრეისერ “მოსკვა”. სამხედრო წრეებში გამოცემის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ უკრაინელებმა ადრე ნახეს და ჩაწერეს “მოსკვა” თანამგზავრების დახმარებით, მაგრამ ვერ მიაღწიეს. ეს ეწინააღმდეგება დასავლური მედიის ვერსიებს, რომ თითქოს „მოსკვას“ კოორდინატები შეიძლებოდა მიეღო ნატოს ევროპული ცენტრიდან ან ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავიდან „P-8 Poseidon“.

როგორც კი გაირკვა, რომ ”მოსკვა” უკრაინული რაკეტების განადგურების ზონაში იმყოფებოდა, კრეისერზე ორი ნეპტუნის რაკეტა გაისროლეს. ეს ისტორიული გაშვება ფოტოზეა აღბეჭდილი.

UP-ის თანამოსაუბრეების თქმით, იმ დროს რუსები იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ უკრაინული ძალები მათ ვერ მიწვდებოდნენ,  რომ მათ, ალბათ, არც კი გაააქტიურეს საჰაერო თავდაცვის სისტემები.

კრეისერის დაზიანების შეფასება პრობლემური აღმოჩნდა, რადგან  – ბაირაქტარების ოპერატორებმა უარი თქვეს გაფრენაზე დარტყმის გადასამოწმებლად, რადგან არსებობდა მათი  ჩამოგდების საფრთხე.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ “მოსკვა” გადავიდა “ბოიკოს კოშკების” უკან, შემდეგ კი მისკენ 4 გემი გაემართა – სამაშველო ოპერაციისთვის, თუმცა, დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწიეს რადგან შტორმმა ხელი შეუშალა.

როდესაც უკრაინელები მიხვდნენ, რომ ბუქსირი ყირიმიდან მოსკოვში გადაჰყავდათ, აშკარა გახდა, რომ კრეისერზე ვითარება კრიტიკული იყო.