“როგორ მოველოდოთ ოპოზიციისგან მოლაპარაკებებს, თუ ერთ-ერთი მომლაპარაკებელი პარტიის ლიდერი დაკავებულია?!”- ამის შესახებ საქართველოში პოლიტიკური ვითარების შესახებ ევროპარლამენტის პლენალურ სხდომაზე გამართული დებატების დროს ევროპარლამენტარმა, რიო ტერასიმ განაცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება, ევროკავშირი მოლაპარაკების მოლოდინის რეჟიმში იყოს, მაშინ როდესაც, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დაკავებული.
“ევროკავშირი არ შეიძლება იყოს ტოლერანტული მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევის და მისი ლიდერის დაპატიმრების მიმართ. როგორ შეგვიძლია მოველოდოთ ოპოზიციისგან მოლაპარაკებებს, თუ კი ერთ-ერთი მომლაპარაკებელი პარტიის ლიდერი დაკავებულია”,- განაცხადა მან.