პუტინის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობლიზაციის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ გუგლის საძიებო სისტემაში ახალი ტენდენცია გაჩნდა. თუ ბოლო ორი დღე, Google Trend–ის მონაცემებით რუსეთიდან ძებნის უმაღლეს დონეს მიაღწია ფრაზამ “როგორ წავიდე რუსეთიდან“, ახლა უკვე ახალი ჰიტი გამოჩნდა: “როგორ მოვიტეხო ხელი“– ეს არის კითხვა, რომლითაც რუსები ყველაზე მეტად ინტერესდებიან. სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების შანსები სამობილიზაციო ნაწილისთვის მცირეა, რადგან ამ კატეგორიას ქვეყნის დატოვება ეკრძალება. შესაბამისად, როგორც ჩანს რუსები ომში წასვლისგან თავის არიდების ალტერნატიულ გზებს ეძებენ.