რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინები ჯანმოს ავტორიზაციას ვერ მიიღებენ. ამასთან დაკავშირებით, ალერგოლოგ- იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, ჯანმოს კომისიამდე ნებისმიერი ვაქცინის მიღწევა საკმაოდ რთულია. ისე არ ხდება, რომ ვინმეს სურვილი გაუჩნდეს და სხდომაზე ვაქცინის ავტორიზაციის საკითხის გატანა მოხდეს.
„წინა სამუშაო არის უზარმაზარი. კომპანია, ვინც ვაქცინას უშვებს, ვალდებულია, გააგზავნოს დოსიე, სპეციალისტები უნდა ჩავიდნენ ადგილზე და ნახონ ვაქცინა როგორ კეთდება, რა ქარხანში და როგორი პირობებით. უარი რომ თქვან, ასეთი რამ არ ხდება, შეიძლება მწარმოებელ კომპანიაში გააგზავნონ დოკუმენტი, რომ ექვსი თვის მერე კიდევ შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ამ საკითზეო. ის რომ არ ვარგა და ვაქცინა არ დაიშვება, სეთი დასკვნა ვერ დაიდება, ასეთ შემთხვევაში განხილვა საერთოდაც არ ჩაინიშნებოდა“. – ამბობს კულუმბეგოვი.