დროას ლიდერი, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამომრჩეველს 6 რჩევას აძლევს, როგორ დაიცვან საკუთარი ხმა.
- მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი ხელმოწერა რეგისტრატორთან იყო ზუსტად თქვენი სახელის და გვარის გასწვრივ;
- მიაქციეთ ყურადღება, რომ ბიულეტენი არ იყოს დაზიანებული, თუ დაზიანებულია, მოითხოვეთ დაუზიანებელი.
- როდესაც იღებთ ბიულეტენს, ბიულეტენზე რეგისტრატორმა აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი და დაარტყას ბეჭედი. ძალიან ხშირად გამიზნულად რეგისტრატორი გაძლევთ ბიულეტენს, მაგრამ ან ხელს არ აწერს, ან ბეჭედს არ არტყამს იმისთვის, რომ მერე გაბათილდეს. არ გამოართვათ უბეჭდო და ხელმოწერის გარეშე ბიულეტენი.
- ე.წ. მეტკა – არსად არ უნდა იყოს მონიშნული ადგილი სამაგიდო სიაზე; სამაგიდო სია დაათვალიერეთ და ნახეთ, ხომ არ არის სადმე რამე ნიშანი, ან ჯვარი დასმული, ან წერტილი, ან “პტიჩკა”. თუ რამეს შეამჩნევთ მიმართეთ ოპოზიციის დამკვირვებელს. ამას სპეციალურად ნიშნავენ ხოლმე კარუსელისთვის;
- სასურველი ნომერი შემოხაზეთ მკაფიოდ და მეტი წარწერები არ დაიტანოთ;
- კარგად დახურეთ კონვერტი, სადაც ბიულეტენებს ჩადებთ, რომ არ გადმოვარდეს ბიულეტენები. თუ გადმოცვივდება, ბათილად ჩაითვლება.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.