როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება გადაფარო?! – ივანიშვილს წილოსანიც წერილობით ექომაგება

როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება გადაფარო?!  – ბიძინა ივანიშვილს დეპუტატი ნინო წილოსანიც წერილობით ექომაგება. ასევე ცოტა ხნის წინ  პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.

”როგორ შეიძლება გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მასშტაბით აქვს გაკეთებული და მისი ფაქტორი 2012 წელს ბოროტების დამარცხების საქმეში?!

ამისთვის საჭიროა მოიგონო წარმოუდგენელი ტყუილი, უარგუმენტო ბრალდება და თან თავგამოდებით ამტკიცო ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.

ეს არის მავნებლების შურისძიება ყველა იმ დამარცხებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლიდან აგემა მათ” – წერს წილოსანი.