მოძრაობა “ხალხისათვის” ლიდერი ანა დოლიძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა.ანა დოლიძის, განცხადებით, ჰარცელმა და მან, ის შესაძლო ვარიანტები და გზები განიხილეს,რომლითაც შეიძლება კრისტიან დანიელსონის გეგმა განხორციელდეს.
”განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება განხორციელდეს კრისტიან დანიელსონის გეგმა. მოსახლეობის უმრავლესობას, რომელსაც მოსწყინდა ეს პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური ჩიხი, მიეცეს ხმა ამ პროცესებში და მათ შორის, მე შევთავაზე რამდენიმე იდეა ჩემი ექვსპუნქტიანი გეგმიდან, სასამართლოსთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს ხმა, რომელიც მიეცემა 60 %-ს რომელსაც უნდა რომ გადაწყდეს ეს პოლიტიკური კრიზისი. ამ 60%-ის პოზიციების გასახმოვანებლად მოვედი დღეს აქ” – აცხადებს ანა დოლიძე.