როგორი ამინდი იქნება 17 სექტემბრამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 სექტემბრამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელწექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში+22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.