გარემოს ეროვნული საგენტოს ცნობით, 22-23 ნოემბერს გამოიდარებს, კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
“თბილისში 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 20-21 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება”,– აცხადებს სააგენტო.