გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს დასავლეთ საქართველოში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოში +30,+35 გრადუსამდე მოიმატებს.
“22 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.
23-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში აგრილდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის მაღალი ტემპერატურა (+30, +35 გრადუსი) შენარჩუნდება.
ქ. თბილისში 19 – 22 მაისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, 23-24 მაისს, შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს”,– აცხადებს სააგენტო.