როგორი ამინდი იქნება 27 მარტამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25-27 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 24 მარტს ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 25-27 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება