გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. 25-26 სექტემბერს ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს და დროგამოშვებით იწვიმებს.
რაც შეეხება თბილისს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ 24 სექტემბერს ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა კი +15, +17 გრადუსამდე აიწევს. მათივე ცნობით, 27 სექტემბერს დედაქალაქში გამოიდარებს და ტემპერატურა +21, +23 გრადუსამდე დათბება.