თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის ცენტრალური პარკის პრეზენტაცია გამართა.
კახა კალაძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე იქნება იაპონური პარკი, ასევე, საგანმანათლებლო ტერიტორია, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, გუბურა, ამფითეატრი, ბოტანიკური ბაღი, შადრევანი და პანორამული ხიდი, ფრანგული ბაღი, კვების ზონა და მდელო.
მისივე ინფრომაციით, ცენტრალურ პარკში 26 ზონა იქნება, მათ შორის, სპორტის ზონა – საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, ასევე, სკეიტ პარკი, ზიპლაინი, სასაზღვრო სატყეო ზონა და ა.შ. მისივე თქმით, პროექტით 3 ავტოსადგომია გათვალისწინებული.
მერმა აღნიშნა, რომ პარკში იქნება მთავარი ბილიკი, ველოსიპედების ბილიკი, სასეირნო ბილიკი, ბაღების ბილიკი, იაპონური ბაღის ქვის ბილიკი, მთის ბილიკები და მთის ველო ბილიკი.
ცნობისთვის, ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია თბილისს გადასცა, რომელზეც ქართული ოცნება ცენტრალური პარკის გაშენებას გეგმავს. იპოდრომის ტერიტორია 2009 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კომპანია ინვესტ კაპიტალსეკუთვნოდა. 2020 წელს ქართული ოცნების თავმჯდომარის ერთმა კომპანიამ მეორე კომპანიას (ფონდი ქართუ) ტერიტორია 60 მილიონად მიჰყიდა.