რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სანახაობა იყო, ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არც ერთი მეგობარი, აი ეს არის საბოლოო დასკვნა, რაც შეგვიძლია ჩვენ გამოვიტანოთ გუშინდელი განხილვისგან.
ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და რომლებმაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს დაკითხვის დროს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება ადამიანს შეეყაროს არ ვიცი. ჩვენ ასეთი შემთხვევები ვიცით ისტორიიდან და მაშინ ჩუმად ჩადიოდნენ სხვა გავლენიანი ქვეყნების დედაქალაქებში, სახეს იმალავდნენ, ღამით გადაადგილდებოდნენ, ჩუმად ჩაიპარებოდნენ, რომ რაიმენაირად საკუთარი ქვეყანა დაებეზღებინათ სხვა ქვეყნის მმართველებთან და მიეღოთ მხარდაჭერა იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე გაელაშქრათ. დღეს 21-ე საუკუნეში ეს ყველაფერი ვხედავთ, რომ უკვე ღია ეთერში ხდება და ეს რა თქმა უნდა, დარჩება ისტორიაში როგორც უდიდესი ღალატის შემთხვევა.
სერგო ორჯონიკიძეებს ამ ხალხს ჩვენ ადრეც ვეძახდით, მაგრამ დღეს პირდაპირ დაგვანახეს ამით, რომ მათი სრული ბუნება არის სერგო ორჯონიკიძის, როგორც ის შემოუძღვა მე-11 არმიას საქართველოში, ასე უნდათ, შემოუძღვნენ საქართველოში სანქციებს თუ რაღაც დასჯებს და ამისთვის ჩადიან სხვა ქვეყნის დედაქალაქში. რომ საკუთარი ქვეყანა დააბეზღონ, მოითხოვონ საკუთარი ოპონენტების შვილების დასჯა, არ ვიცი, ეს ალბათ ისტორიაში რომ ვკითხულობდით, მაშინ გვახსოვს რა ემოციები გვქონდა იმ შემთხვევებთან, რომლებიც საუკუნეების უკან იყო და ეს ხდება დღეს, ჩვენ თვალწინ, პირდაპირ ეთერში ორი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ღალატობს საკუთარ ქვეყანას.