ენმ-ს ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ მთავრობამ 8 მარტს დადებული შეთანხმება მთლიანად უნდა შეასრულოს.
,,არის ასეთი გამოთქმა, არ არსებობს სანახევრო ორსულობა, ან ხარ, ან არა ხარ. ასე არ არსებობს შეთანხმების სანახევროდ შესრულება, ხელისუფლება ან ასრულებს შეთანხმებას მთლიანად, ან არ ასრულებს და ის პასუხს აგებს ამისათვის საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე”,- აცხადებს გოცირიძე.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ქვეყანაში არასტაბილურობის საფუძველი იქნება.
,,საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ეს არის დანაშაული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იქმნება სერიოზული არასტაბილურობის საფუძველი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები საქართველოს ზურგს აქცევენ”,- თქვა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, 8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიცია ორ მემორანდუმზე შეთანხმდნენ. ერთი მართლმსაჯულების საკითხს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა, მეორე კი არჩევნების პროპორციულთან მიახლოებული წესით ჩატარებას.