“რაც შეეხება მეორე ტურს, რა თქმა უნდა, მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა. მე მოვიხადე ეს ვალდებულება. ხმა მივეცი საქართველოსთვის. დღეს ჩვენს 11 მაჟორიტარს და მერობის ერთ კანდიდატს აქვს საარჩევნო დღე და დღესაც მინდა, თითოეულ ამომრჩეველს მოცემული ხმისთვის მადლობა გადავუხადო.
ამასთან, გახარია გამარტავს, რას ნიშნავს, როდესაც ამბობს, რომ ხმა საქართველოსთვის მისცა.„საქართველოსთვის – ეს არის როდესაც ჩვენ, საქართველოსთვის მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ. როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ და გვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ ცუდსა და უარესს შორის, მე ხმას ვაძლევ საქართველოსთვის. საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ როდესაც გვაიძულებენ ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ“
თქვა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ საარჩევნო უბანზე.