„ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩვენ გვქონდეს ეფექტური დიპლომატიური სისტემა და ასეთი რაღაც ხდებოდეს. ისეთი ვითარებაც არ არის საქართველოში, რომ ყველა ნაბიჯზე დანაშაული ხდებოდეს. წარმატებული კრიმინოგენური ვითარება არ გვაქვს, მაგრამ არც ისეთი არ არის, რომ დიპლომატიური გზებით არ იყოს შესაძლებელი ბელგიასთან მაგაზე მოლაპარაკების წარმოება, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს. ზოგადად ცუდი გზავნილია და ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ აგდებული დამოკიდებულება არასწორია, მაგრამ, როდესაც ქვეყანა რუსულ ფრენებს აღადგენს, არათუ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა გაიკვირვოს, არამედ სანქციებიც არ უნდა გაუკვირდეს იმიტომ, რომ რეალურად დღეს საქართველო ევროპისა და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის რუსეთის ორბიტაზე მყოფი სახელმწიფოა. სანამ „ქართული ოცნება“ და პრორუსული ხელისუფლება იქნება ამ ქვეყნის სათავეში, არაფერს პოზიტიურს ევროპისგან არ უნდა ველოდოთ.[…] მგონია, რომ ამ ხელისუფლებამ დაკარგა რეალობის განცდა იმ დონეზე, რომ საგარეო პოლიტიკას საერთოდ ვერ აღიქვამენ. რა ქნას ღარიბაშვილმა? ადამიანურად მისი გაგებაც შეიძლება. მას ხელისუფლება არ აქვს, ხელისუფლება აქვს ივანიშვილს, იმან ამას ჩააბარა და უთხრა, არაფერი არ შეგეშალოსო, ხოლო ამან არ იცის რა უნდა შეეშალოს და რა არ შეეშალოს. როგორ იმარჩიელოს, იმის თვალში შეცდომა არა გამოვა წინასწარ არ იცის, მაგდენი დირექტივებიც არ აქვს მიღებული. ერთხელ უკვე გაშვებული კაცია და ძნელია, რომ ამ ვითარებაში რაღაც ინიციატივა გამოიჩინოს, იაქტიუროს“,
ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.