ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება.
მისი განმარტებით, უშუალოდ საყოველთაო ვაქცინაცია მესამე–მეოთხე კვარტალში დაიწყება.
“ვფიქრობთ, აპრილის შუა რიცხვებამდე ჩვენ საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სიაში მყოფ ადამიანს ხვალვე შეგვიძლია, შევთავაზოთ ვაქცინა. საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში, ასეა გეგმით განსაზღვრული”, – თქვა გაბუნიამ ბრიფინგზე.